Songtexte.com Drucklogo

Chito-Gvrito Songtext
von Trio Mandili

Chito-Gvrito Songtext

მე რა მამღერებს უძირო ზეცა, ზამბახის ფერი
თუ მილხინს ვმღერი, თუ ვსევდიანობ, მაინცა ვმღერი
მე რა მამღერებს, ვარდების სუნთქვა, ყაყაჩოს ფერი
ალბათ სიმღერა თუ დამანათლეს, ჰოდა მეც ვმღერი

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და

ჩემი სიმღერა, ამ მზემ ამ ხალხმა ამ ზეცამ შობა
როცა ვმღერივარ, შორიდან მათბობს ჩემი ბავშვობა
როცა ვმღერივარ, მე ჩემს მომავალს სიბერის ვხედავ
და უკითხავად სულში შემოდის ფარული სევდა


ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და

ჩემი სიმღერა მთებმა მასწავლეს, ჩიტების სტვენა
ასე მგონია ამ სიმღერებით ავიდგი ენა
როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუ მღერის გედი
სიმღერით მოვკვდე, რაღა ვინატრო ამაზე მეტი

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და
ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და

ჩიტო, გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო, და

Songtext kommentieren

Log dich ein um einen Eintrag zu schreiben.
Schreibe den ersten Kommentar!

Beliebte Songtexte
von Trio Mandili

Fans

»Chito-Gvrito« gefällt bisher niemandem.